ხელვაჩაურის რაიონში, მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირი 700 მეტრის სიგრძეზე ქვანაყარი დამცავი ნაგებობებით გამაგრდა.
შესრულებული სამუშაოები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ დღეს პირადად დაათვალიერა.
სამუშაოებზე სახლემწიფო ბიუჯეტიდან 1,5 მლნ ლარი დაიხარჯა.
"უნიკლაური სამუშაოებია ჩატარებული, რითაც როგორც მდინარეთა კალაპოტის ჩამოშლის, ისე ზღვის ნაგვით დაბინძურების თავიდან აცილება მოხდება, ვინაიდან, მდინარე ჭოროხზე ის ადგილი, სადაც ქვანაყარი დამცავი ნაგებობები აშენდა, ნაგავსაყრელი მდებარეობს", - განაცხადა ხაჩიძემ.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის სულ 8 მლნ ლარი გამოიყო და ის 6 რაიონში ჩატარდა.