"გაერთიანებული ტელეკომის" აბონენტებს ინტერნეტი შეუფერხებლად მიეწოდებათ, "კავკასუს ონლაინი" კი შექმნილი პრობლემის აღმოფხვრას ამ დრომდე ვერ ახერხებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "გაერთიანებულ ტელეკომში" განუმარტეს, ფოთში მომხდარი დაზიანების გამო ინტერნეტის სიმძლავრე 1გგბ-ით შემცირდა, თუმცა კომპანიამ ოპერატიულად შეძლო ალტერნატიულ არხზე ეწარმოებინა გადართვები.
"გაერთიანებული ტელეკომის" აბონენტები ამ ეტაპზე გლობალურ და ლოკალურ ინტერნეტს შეუფერხებლად იღებენ, როგორც თბილისში ისე რეგიონებში. კომპანიას სამი ალტერნატიული არხი გააჩნია, რომელიც აძლევს საშუალებას თავიდან აიცილოს ფორს მაჟორული ფაქტორები.
რაც შეეხებათ თბილისში "კავკასუს ონლაინის" აბონენტებს, მათ ინტერნეტი ამ დრომდე არ მიეწოდებათ.
ინტერნეტ-პროვაიდერის, "კავკასუს ონლაინის" ხაზი ფოთში, რკინიგზის გასწვრივ დაზიანდა, რამაც თბილისის აბონენტების გათიშვა გამოიწვია.