იაპონია კიდევ ერთხე ადსტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას. ამის შესახებ დღეს, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა ბიუროს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნობუკაცუ კანეჰარამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
გარდა ამ საკითხისა, დღევანდელ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებისა და რეგიონალური და საერთაშორისო საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო-იაპონიის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მუშაობის განახლების, სამართლებრივი ბაზის განვითარების და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების დელეგაციების გაცვლითი ვიზიტების საკითხებზე.
ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ნალბანდოვი ხელმძღვანელობდა.