ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკითმა ცხინვალში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. კოკოითმა ოპოზოციური გაზეთის "პოზიციის" რედაქტორი დააკავა.
ფატიმა მარგიევა ცხინვალის ცენტრში გვაინ ღამით აიყვანეს. მას სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პროკურატურა იარაღის უკანონო ტარებაში ადანაშაულებს.
წინასწარი ინფორმაციით მარგიევას ცხინვალიდან გაუსვლელობის პირობა ჰქონდა დადებული, თუმცა იგი ვლდიკავკაზში სამკურნალოდ გაემგზარა, რის შემდეგაც დააპატიმრეს კიდეც. მარგიევა ოსური ოპოზიციის ლიდერის როლანდ ქელეხსაევის თანაგუნდელია, რომელიც კოკოითის ზეწოლის გამო ცხინვალიდან ვლადიკავკაზშია გაქცეული.
"საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლებას არ მოსწონს ჩემი უფლებებისა და სამართალ დაცვითი საქმიანობა. ყოველივე კი ძალიან კარგად შეესაბამება იმ ტირანულ და დიქტატორულ ატმოსფეროს, რომლის დანერგვაც პრეზიდენტს სურს", _ აცხადებს ფატიმა მარგიევა და ასევე აღნიშნავს, რომ დაკავების მომენტიდან იგი უვადო შიმშილობას იწყებს.
როგორც გაზეთი "კომერსანტი" აღნიშნავს, მარგიევა ოპოზიციის ერთი წარმომადგენელი როდია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან იდევნება. მათივე ინფორმაციით, ორი კვირის წინ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ახალი პარტიის "ირონის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ალიკ ჯიოევის წინაღმდეგ. მას ომონის თანამშრომელზე განხორციელებულ თავდასხმაში ადანაშაულებენ.