,,უცხოური მედიასაშუალების წარმომადგენლები დავარწმუნე, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს", _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. როგორც ივანიშვილმა ქართული მედიასაშუალების წარმომადგენლებთან განაცხადა უცხელ ჟურნალისტებს აინტერესებდათ თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში კოჰაბიტაციის პროცესი.
ივანიშვილის განცხადებით, მედიასაშუალების წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი რუსეთთან ურთიერთობის საკითხსაც შეეხო.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრაში 21-კაციანი დელეგაცია მონაწილეობდა და იგი ქართველი ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. შეხვედრას საქართველოს პრემიერის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეც ესწრებოდა.