ბიძინა ივანიშვილი იმედოვნებს, რომ მომავალში მისი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან ან დიმიტრი მედვედევთან შედგება. ქართველი ჟურნალისტების კითხვაზე, დაიგეგმა თუ არა მისი შეხვედრა პუტინთან ან მედვედევთან ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ უახლოესი მომავლისთვის ამგვარი გეგმა არ არსებობს.
"თუმცა, იმედი მაქვს, მომავალში ეს აუცილებლად მოხდება. რაც მთავარია, შედგა პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის. თავად ეს ფაქტი უკვე საინტერესოა. ამ შეხვედრაზე საუბარი სავაჭრო კულტურული ურთიერთობებისა და ორ ქვეყანას შორის რეგულარული რესების აღდგენას შეეხო. რაც მთავარია, პროცესი დაიწყო", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.