პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიული დახმარების საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომა, სადაც ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ კამათის ფონზე მიმდინარეობს.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამნისტიის კანონპროექტში სამოხელეო დანაშაულის გათვალისწინებას მოითხოვენ, უმრავლესობა კი ოპოზიციის წინადადების გათვალისწინებას არ აპირებს.
,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ხელისუფლება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს იმ ადამიანებს არგებს, ვისაც თავად სურს. ხოლო უმრავლესობია წარმომადგენელმა კობა დავითაშვილმა კომიტეტის სხდომაზე აკაკი ბობოხიძის საპასუხოდ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებას მიერ ჩადენილ დანაშაულთა პატიება, თუ სურს მაშინ ჯერ დანაშაული უნდა აღიაროს, რის შემდეგაც მოხდება მათი ქმედებების ამინისტირება.
შეგახსენებთ, რომ ამნისტიის კანონპროექტს დეპუტატები, სავარაუდოდ 20 დეკემბერს დაამტკიცებენ.