"საქართველოს ხელისუფლებამ ექსტრემისტულ და მილიტარისტულ რიტორიკაში შესვენება აიღო და მის შეცვლას ზოგადი ეკონომიკური ურთიერთქმედებისა და ინტეგრაციის თემებით ცდილობს. განცხადება ამის შესახებ კავკასიისა და შუა აზიის სასაზღვრო თანამშრომლობის ასოციაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ექსპერტმა მიხეილ ჩერნოვმა ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის კომენტირებისას გააკეთა.
"საქართველოსა და რუსეთს შორის აზრების გაცვლა - ეს კარგია. ადრე ასეთ შეხვედრებს მეტნაკლებად კონსტრუქციული ხასიათი ჰქონდათ. თუმცა ის უნდა დაწყებულიყო და დაიწყო კიდეც", _ განაცხადა ჩერმოვმა და აღნიშნა, რომ არავის უნდა დაავიწყდეს, რომ საქართველოს პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართებაში არ შეცვლილა.
ამასთან ერთად, ჩერნოვი აღნიშნავს, რომ რუსეთი არ აპირებს უკან დაიხიოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში.
"ვინაიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, ძირითადად ამ დამოუკიდებლობის ძირითადი სიმძიმე მათ მხრებზე გადადის. სამხრეთ ოსეთი - დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მისი ელიტა და ხელმძღვანელობა უკომპრომისობას უნდა ავლენდეს ამ დამოუკიდებლობის დაცვის საკითხში", _ აცხადებს ჩერნოვი.