საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ჩიხური თემები არის რუსეთის მხრიდან - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება, საქართველოს მხრიდან კი - ქვეყნის მთლიანობა და სუვერენიტეტი.
"არის ე.წ. ჩიხური თემები, რომლის განხილვაც მიმდინარეობს როგორც ჟენევის ფორმატში, ასევე მის მიერ გამართულ შეხვედრებზე.
ამ ეტაპზე არის ჩიხური თემები, რუსეთის მხრიდან ეს არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება. ჩვენი მხრიდან ეს გახლავთ ქვეყნის მთლიანობა და სუვერენიტეტი. თუმცა ჩვენ უნდა დავიწყოთ დიალოგი ერთმანეთთან",_ აცხადებს აბაშიძე და აღნიშნავს: "მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩიხში მუდმივად ყოფნა და კონფრონტაციაში ყოფნა სასარგებლო არ არის".
"ჩვენ უნდა ვცადოთ და გამოვაღოთ სარკმელი, საიდანაც გამოჩნდება ნათელი წერტილი", - განაცხადა აბაშიძემ.