ბიზნესმა უნდა განსაზღვროს რამდენად უღირს რუსულ ბაზარზე დაბრუნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ხელისუფლება ვერანაირ გარანტიებს ვერ გასცემს.
"ჩვენ დაინტერესებული ვართ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენით. თუმცა ამ ყველაფერს ახლავს გარკვეული რისკები, მაგრამ ეს არის ბიზნესის რისკი და ხელისუფლება ვერანაირ გარანტიებს ვერ გასცემს. თავად ბიზნესმა უნდა განსაზღვროს რამდენად უღირს ამ ბაზარზე დაბრუნება", - განაცხადა აბაშიძემ.
მისივე განმარტებით, ქართული ბიზნესი, კერძოდ წყალი, მსოფლიოს სხვადასხა კონფლიქტურ რეგიონებში იყიდება და აქ ბიზნეს ხელისუფლების გარანტია არ აქვს.
"ასეთ რეგიონებში ბიზნესის წარმართვას თავად ბიზნესმენი წყვეტს და მისი გადასაწყვეტია, უღირს თუ არა ამ ბაზარზე შესვლა და თავისი პროდუქციის გაყიდვა", - განაცხადა აბაშიძემ.