,,ქართული ოცნების" რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ,,ნაციონალური მოძრაობის" შემცირდა, _აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან NDI-ის დირექტორმა საქართველოში ლუის ნავარომ განაცხადა.
,,რაც შეხება კვლევაში ,,ქართული ოცნებისა" და ,,ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებლებს ისტორიული არჩევნების შემდეგ, როცა ,,ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა და მიეცა შესაძლებლობა, კონსტიტუციის თანახმად, ჩამოეყალიბებინა და დაეკომპლექტებინა აღმასრულებელი ხელისუფლება მათი რეიტინგი, როგორც კოალიცია ,,ქართული ოცნების" ლიდერების ასევე პარტიის კვლევაში განსაკუთრებით მაღალია, ხოლო ,,ნაციონალური მოძრაობის" მაჩვენებლები დაკლებულია", _ განაცხადა ნავარომ.
შეგახსენებთ, რომ NDI-მ პოლიტიკური პარტიის რეიტინგები მედიის წარმომადგენლებს გააცნო. Kკვლევის თანახმად, პარტიულ რეიტინგებში კოალიცია ,,ქართული ოცნება" ლიდერობს. ამასთან წინა კვლევასთან შედარებით მიხეილ სააკაშვილის მოწონების მაჩვენებელი 61%-დან-29%-მდე შემცირა.