ასეთი ტრაგედია არასოდეს არ უნდა განმეორდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სენდი ჰუკის სკოლაში განაცხადა, სადაც გასულ კვირას 26 ადამიანი დაიღუპა. პრეზიდეტი შეხვდა დაღუპულთა ოჯახის წევრებს და აღნიშნა, რომ მთელი ქვეყანა მათ თანაუგრძნობს.
"თქვენ მარტონი არ ხართ ამ ტრაგედიაში. მთელს ქვეყანაში ჩვენ ვტირით თქვენთან ერთად", - განაცხადა ობამამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ქმედითი მოქმედებები, რათა ამგვარი ტრადეგიები აღარ განმეორდეს.
შეგახსენებთ, რომ სენდი ჰუკის სკოლაში 6-დან 7 წლამდე 20 ბავშვი დაიღუპა. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილმა 20 წლის ადამ ლანზამ, ჯერ საკუთარი დედა მოკლა, შედეგ სკოლაში მოაწყო სისხლისღვრა და სამართალდამცავების გამოჩენისთანავე თავი მოიკლა.
ექსპერტიზამ ყველა დაღუპულის სხეულზე ორი ან სამი ნატყვიარი აღმოაჩინა.