ერთადერთი, რისთვისაც რუსები საქართველოსთან დიალოგს დათანხმდნენ არის ის, რომ თავისთვის გამაღიზიანებელი თემები მოხსნან. ეს განცხადებები გრიგოლ ვაშაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა "აქცენტებში" გააკეთა.
"ერთადერთი რისთვისაც რუსები დათანხმდნენ ამ დიალოგს - ეს წყალი, ბორჯომი და ეს რაღაცეები, სიმართლე გითხრათ ნაკლებად მაინტერესებს - არის ის, რომ ყველაზე გამაღიზიანებელი თემები მოხსნან და გამაღიზიანებელი თემები არის ის, რომ საკანონმდებლო ორგანოები ევროპის და ჩვენი მოკავშირეების იღებენ დადგენილებებს ოკუპაციაზე, ის რომ საქართველოს ჰყავს უამრავი კეთილმოსურნე და სამწუხაროდ - ერთი ოკუპანტი, ის რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს ჩვენს მისწრაფებას ევროპის კავშირში და ნატოში", _ აცხადებს ვაშაძე.