12-13 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ტომას მელია და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთრინ ნიუკომბი რეგიონული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან. ისინი საქართველოს მთავრობის, აგრეთვე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რაც ქვეყანას ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებასთან დააახლოებს.
მასალის გამოყენების პირობები