20 წლის შემდეგ მსოფლიო ბოლოს და ბოლო მრავალპოლარული გახდება. აშშ კი ერთადერთი ზესახელმწიფოს სტატუსს დაკარგავს. იმ დროისათვის ჩინეთი პლანეტის მთავარი ეკონომიკა გახდება. ასეთი დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ს ძალოვანი სტრუქტურების ანალიტიკოსები, რომლებმაც დასკვნა მოამზადეს. აშშ-ს ექსპერტები ევროპისა და რუსეთის თანდათანობით დაცემას პროგნოზირებენ და ასევე ყველას აფრთხიელბენ, რომ Google და Facebook -ი გლობალური თვალთვალის მექანიზმი გახდება.
აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის საბჭომ, რომელშიც აშშ ყველა ძალოვანი სტრუქტურის სადაზვერვო სამსახურის ექსპერტი შედის ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც უახლოესი 20 წლის განმავლობაში საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების სცენარები და შეფასებებია მოყვანილი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2030 წლისათვის ჩინეთი მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკა გახდება. გარდა ჩინეთის როლისა ზრდადი იქნება ინდოეთისა და ბრაზილიის როლი ასევე ისეთი რეგოინალური ეკონომიკების როლი როგორებიცაა კოლუმბია, ინდონეზია, ნიგერია, სამხრეთ აფრიკა და თურქეთი.
ამის მიუხედავად, ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ 2030 წლისათვის არც ერთი ქვეყანა, მათ შორის, არც აშშ და არც ჩინეთი მსოფლიო ჰეგემონი არ იქნება.
მათი დასკვნის მიხედვით, აშშ შეინარჩუნებს თავის ცენტრალურ როლს, მაგრამ უკვე როგორც პირველი სახელმწიფო თანასწორთა შორის, შემდეგ კი ეს როლი დადაბლებას დაიწყებს.
გლობალური განვითარების სცენარი ასევე არ გამორცხავს აშშ-ს უცაბედ კოლაფსს, რომელიც საერთაშორისო საქმეებში ქაოსსა და რეგიონალური ბირთვული ომების ალბათობას გაზრდის.
ამასთან ერთად, ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, ასევე არც თუ ისე ოპტიმისტური სცენარი ელოდება რუსეთს.
"ამავდროულად ევროპის, იაპონიისა და რუსეთის ეკონომიკები თანდათან დაეცემა", _ მიიჩნევენ ექსპერტები. ამასთან ერთად, მათივე ვარაუდით, ამ დროისათვის ენერგომატარებლებზე მოთხოვნილება მოსახლეობის რაოდენობისა და საშუალო კლასის გაფართოების გამო 50 % გაიზრდება. ამავდროულად, დედამიწის მაცხოვრებელთა ნახევარი იცხოვრებს ისეთ რაიონებში დასაც წყლის დეფიციტი იქნება ხოლო საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნილება 35 % გაიზრდება.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ თუ რუსეთი ვერ შეძლებს ააშენოს უფრო დივერსიფიცირებული ეკონომიკა და უფრო ლიბერალური შიდაგანაწესი "ქვეყანა შესაძლოა რეგიონალური და მსოფლიო უსაფრთხოებისათვის მზარდ საფრთხედ გადაიქცეს". აშშ-ს ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ ქვეყნის მოსახლეობა 10 მილიონი ადამიანით შემცირდება რაც ამ პერიოდში ყველაზე დიდი დემოგრაფიული ვარდნა იქნება მსოფლიოში და სამუშაო ზალის დეფიციტს გამოიწვევს.
სხვა გლობალურ ტენდენციებზე საუბრისას ანგარიშში ნათქვამია, რომ "ტექნოლოგიების განვითარება მივა იქამდე, რომ ძალაუფლება და მსოფლიო მბრძანებლობა აღარ იქნება კონცენტრირებული ერთი ქვეყნის ხელში, მაგრამ გაჩნდება მრავალწახნაგოვანი ამორფული სტრუქტურა, რომელიც მსოფლიო პოლიტიკაზე მოახდენს გავლენას".
"მომავალი ინტერნეტ-მაგნატები დღევანდელ კორპორაციებთან Google -თან და Facebook-თან ერთად გააკონტროლებენ მონაცემთა უზარმაზარ რაოდენობას და დიდი რაოდენობით ინფორმაციას რეალური დროის რეჟიმში", _ ნათქვამია დასკვნაში.
რაც შეეხება ისლამური ტერორის ტალღას, აშშ-ს ექსპერტების აზრით ამ დროისათვის ანუ 2030 წლისათვის ისლამური ტერორის ტალღა ნულამდე დავა. ამასთან, ექსპერტები ამ დროისათვის ვარაუდობენ იარაღის ახალი სახეობების გაჩენას, მათ შორის კიბერ და ბიოლოგიური იარაღის.
მასალის გამოყენების პირობები