ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსანი კახა ბუცხრიკიძე, პარლამენტარ კობა დავითაშვილის ბრალდებებს პასუხობს და მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს. ბუცხრიკიძის ინფორმაციით, 8 ნოემბერს კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ მისი ხმა ისმოდა ე.წ ციხის კადრებში.
,,მინდა განვაცხადო, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე და ცილისწამება. მიუხედავად ამისა, მე ვითხოვ დაუყოვნებლივ ჩატარდეს ამ კადრების საერთაშორისო ექსპერტიზა, გამოვლინდეს ამ კადრების წარმოშობის გარემოებები და ასევე გაირკვეს არის თუ არა ამ კადრებში არსებული ხმა ჩემი.თუ დადგინდა, რომ ეს არის ჩემი ხმა მე სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას და საკუთარი ინიციატივით მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე. ხოლო თუ დადასტურდა, რომ ეს არ არის ჩემი ხმა კობა დავითაშვილმა აგოს პასუხი საკუთარი სიტყვებისათვის და დატოვოს პარლამენტი საზოგადოებისა და ამომრჩევლის განზრახ შეცდომაში შეყვანისათვის, - ნათქვამია გავრცელებულ განაცხადებაში.
ბუცხრიკიძის განაცხადებით, თუ არ მოხდა ამ კადრების საერთაშორისო ექსპერტიზა მე ჩემი ინიციატივით და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ორგანიზებას გავუკეთებ ამ კადრების საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარებას, - აცხადებს ყოფილი მარალჩინოსანი და დავითაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
,,ნათელია, რომ ეს არის გაგრძლება ,,ქართული ოცნების" ცილისმწამებლური ბინძური კამპანიის. ეს არისმცდელობაზეწოლის მეშვეობით მოახდინონ პარლამენტარების გადაბირება. მინდა გითხრათ, რომ მათ ეს არ გამოუვათ!", - ნათქვამია განცხადებაში.