,,ვინ იქნება ოპოზოციაში, როგორი კონფიგურაცია გვექნება თვითმმართველობის არჩევნებზე თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" _ განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა.
,,გასულმა საპარლამენტო არჩევნებმა სერიოზული ცვლილებები შეიტანა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ამ ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელი პოლიტიკური ძალები მოახერხებენ ახალი ენერგიების მოზიდვას და დარჩენას პოლიტიკურ ასპარეზზე, ამის თქმა მე არ შემიძლია. კოალიცია "ქართულ ოცნებას" მრავალპარტიული დემოკრატიული სისტემა ქვეყანაში უნდა ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ასე რომ, თავისუფალ პოლიტიკურ კონკურენციაში, რომელი პოლიტიკური ძალებიც მოახერხებენ საზოგადოების მეტი ნაწილის დარწმუნებას, იმას ექნება წარმატება", - განაცხადა უსუფაშვილმა ,,თავისუფალი დემოკრატების" ყრილობის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ,,თავისუფალი დემოკრატების" რიგით მეორე ყრილობა ჩატარდა სადაც პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ქადაგიშვილი აირჩიეს.