აშშ-ის საელჩო შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის საკითხზე საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის შეთანხმებას დადებითად აფასებს.
"შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე იმედის მომცემია საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის შეთანხმება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის საკითხზე. საქართველოს სტაბილურობა და კეთილდღეობა დამოკიდებულია ორივე მხარის უნარზე, იპოვოს კომპრომისი ეროვნული ინტერესებისათვის. ბრიუსელში, ნატოს საგარეო მინისტრთა შეხვედრის პარალელურად მიღწეული ეს შეთანხმება იმედს გვაძლევს", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.