საქართველოს საგარეო უწყება ისრაელთან ურთიერთობის გაუარესებას გამორიცხავს. როგორც ჟურნალისტებთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა პალესტინასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ისრაელის სახელმწიფოსთან კონსულტაციის საფუძველზე მოხდა.
,,გადაწყვეტილების მიღებამდე ისრაელის სახელმწიფოსთან დიპლომატიური არხებით კონსულტაციები გვქონდა და საკითხის ინტერესიდან გამომდინარე ეს გასაკვირი არც არის. Aამდენად ჩვენ ღრმად გვწამს, პალესტინის საკითხი ორმხრივ ურთიერთობებზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს", -განაცხადა ჯალაღანიამ. რაც შეხება იმას, თუ ვინა აწია გაეროს ასამბლეაზე ალექსანრე ლომაიას ნაცვლად ხელი საქართველოს სახელით დავით ჯალაღანიას განცხადებით გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა.
,,გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს თუ ვინ იყო პიროვნულად ხელის ამწევი, რადგან გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული", -განაცხადა ჟურნალისტებთან ჯალარანიამ.
შეგახსენებთ, რომ 138 ქვეყანასთან ერთად პალესტინის სტატუსის გაზრდას გაეროს ასამბლეაზე საქართველომაც დაუჭირა მხარი. ასამბლეის სხდომაზე გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე ლომაია არ იმყოფებოდა, რადგან ის სამსახურეობრივ შვებულებაშია.