პარალამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მიმდინარე წლის 2-8 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში ქ. ვაშინგტონში, სადაც გამართავს შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატისა და კონგრესის წევრებთან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ხელმძღვანელობასთან; ასევე 6-7 დეკემბერს სიტყვით გამოვა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესახებ „ევროპა-ამერიკის მე-4 ფორუმზე". გიორგი ბარამიძე ასევე გამართავს შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების არასამთავრობო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.