საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აშშ-ში ვიზიტი დაასრულა. ფაბჯიკიძემ პირველი შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მიდვან ჰილარი კლინტონთან გამართა. მისი თქმით, მან ძალიან ბევრი შეხვედრა ჰქონდა.
"ყველა შეხვედრაზე საუბარი იყო ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ქარტიაზე, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს არეგულირებს. იყო საუბარი ნატო-ში ინტეგრაციაზე, ავღანეთში საქართველოს წვლილზე და რასაკვირველია, ყველაფერზე, რაც ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში ხდება. აღინიშნა დიდი პროგრესი ამ ურთიერთობებში. ითქვა, რომ ჩვენ მალე შევხვდებით ჩვენს კოლეგებს ბრიუსელში, შემდეგ დუბლინში და გავაგრძელებთ თანამშრომლობას ამ მიმართულებით", _ აღნიშნა ფანჯიკიძემ.