მთავრობის ყოფილი საპარლამენტო მდივანი სახელმწიფო კანცელარიიდან პერსონალის გათავისუფლების ფაქტს აპროტესრებს. როგორც გია ხუროშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა,კანცელარიიდან, თანამშრომელთა დაახლოებით 50 % სახლში გაუშვეს.
„გასაგებია, რომ მე ვიყავი მთავრობის პოლიტიკური სპიკერი და არც დავლოდებივარ არავის მითითებას ისე გავიზიარე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პირადი განცხადებით დავტოვე თანამდებობა.
9 წლის წინ მე არ ავყოლილვარ ფეხის ხმას და ვინც დამხვდა სამსახურში, არც ერთი ადამიანი არ გამინთავისუფლებია სამსახურიდან არც პოლიტიკური და არც პირადი მოტივაციით, ბევრი რამის გათვალისწინებით და არ გადამივლია მათ ღირსებაზე! და ამით დღეს მე ამაყი ვარ!!!
დღეს კანცელარიიდან, ჩემი ინფორმაციით თანამშრომელთა დაახლოებით 50
% სახლში გაუშვეს.(დააზუსტეთ თუ მცდარია) მ ათ შორის მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახურიდნ:ხათუნა კაპანაძე- საპარლამენტო მდივნის მოადგილე;ნათია მინაშვილი-მთავარი სპეციალისტი;გიგა რევიშვილი- მთავარი სპეციალისტი............. გაუფრთხილდით კადრებს, რომელთაც პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ, მათ აქვთ გამოცდილება, ინსტიტუციური მეხსიერება, საჯარო მოხელისათვის დამახასიათებელი უნარ ჩვევები და ნუ გაყრით ამ ხალხს ქუჩაში! თუკი რამე აფუჭებს საქმეს არაკვალიფიციური, მხოლოდ ამბიციებსა და ინტრიგებზე ორიენტირებული კადრებია და ეს გაითვალისწინეთ ხელისუფალნო!"-წერს გია ხუროშვილი.