საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში მიხეილ სააკაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. ქვეყნის პირველ პირს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი დახვდა.
სააკაშვილი სერჟ სარგსიანს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ ხვდება. საუბრის მთავარი თემებია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესი.