ნასა, მთვარის მეორე მხარეს, კოსმოსური ბაზის აშენებას გეგმავს, - ამის შესახებ სააგენტოს პრესსამსახური იუწყება. პროექტის ბედი მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ამერიკის შეერთთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე. ცნობილია, რომ დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ბარაკ ობამა ამ იდეის მხარდამჭერია, ხოლო რესპუბლიკელი მიტ რომნი სამეცნიერო სფეროს ხარჯების შემცირებას გეგმავდა.
საქმე ეხება კოსმოსური სადგურის L2 წერტილში შექმნას, რომელიც დედამიწის თანამგზავრის "უკანა" მხარეს მდებარეობს. 2025 წელს, ამ ბაზიდან ასტეროიდებზე ფრენების შესრულება იგეგმება, ხოლო 2030 წელს, მას მარსზე ექსპედიციისათვის გამოიყენებენ. ეს ამოცანა ბარამ ობამამ ნასას ჯერ კიდევ 2010 წელს დაუსახა. გეგმაშია, რომ პირველი გაფრენა ამ სადგურიდან 2021 წელს განხორციელდება.
"სადგური საშუალებას მოგვცემს არა მხოლოდ მზის სისტემას დავაკვირდეთ, არამედ განვახორციელოთ ფრენები ასტეროიდების სარტყლისაკენ, მარსსა და იუპიტერს შორის" - განაცხადა ნასას ექსპერტმა, ჯონ ლოგდონმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა, როდესაც ობამა კვლავ გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ნასა მიიღებს საჭირო დაფინანსებას, სადგურის ასაშენებლად.
ამასთანავე, ამ დროისათვის, ნასას მთვარ პროექტად კვლავ რჩება მარსმავალი Curiosity, რომელიც წითელი პლანეტის კვლევას აგრძელებს. რამდენიმე დღის წინ, აპარატმა მარსის ატმოსფეროს სინჯი მოამზადა, აიღო გაზების ანალიზები, რომელსაც ის შეიცავს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ წარსულში ის კიდევ უფრო ჰგავდა ჩვენ პლანეტას და ამიტომაც მარსზე, შესაძლოა, სიცოცხლეც არსებობდა. რატომ დაკარგა მარსმა ძველი ატმოსფერო, ამაზე მეცნიერები ვერ თანხმდებიან.
აპარატი, რომელმაც წითელ პლანეტას მიაღწია, იქ დაახლოებით ერთ მარსულ წელიწადს იმუშავებს, რომელიც დედამიწის ორ წელს უდრის. მისი მიზანი პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის ძიება და მისი გეოლოგიური ისტორიის შესწავლაა.