პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევი რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმიწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო აპირებს აღიაროს აფხაზური და სამხრეთ ოსური პასპორტები, სიცრუედ აფასებს. ჯიოევმა ზაქარეიშვილის წინადადებას ჰუმანიტარული ტყუილი უწოდა, რომელზეც ოსი ხალხი არ წამოეგება.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ახალი ხალხი, რომლებიც თავიდან, მათი აზრით, ლამაზად შეფუთულ წინადადებებს წამოაყენებენ, ისევე, როგორც ამას შევარდნაძე და სააკაშვილი აკეთებდნენ.
"სამხრეთ ოსეთი და მისი ხალხი უკვე ჩამოყალიბებულია და საქართველოსთან ურთიერთობა სურთ, როგორც მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოსთან", - განაცხადა ჯიოევმა და აღნიშნა, რომ თუ ზაქარეიშვილსა და მთავრობის სხვა წევრებს კეთილმეზობლური ურთიერთობები ჰქონდეთ ცხინვალის რეგიონთან, ჯერ მისი დამოუკიდებლობა უნდა აღიარონ.