თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს მხარდაჭერას უცხადებენ. როგორც ჟურნალისტებთან ფრაქციის წარმომადგენლებმა განაცხადეს მძღოლების მოთხოვნები ხელფასის გაორმაგებისა და ავტობუსის მოწესრიგებასთან დაკავშირებით სამართლიანია.
,,მძღოლებს სოლიდარობის ნიშნად მხარს ვუჭერთ, რადგან მძღოლებს არ გააჩნიათ ელემენტარული სამუშაო პირობები, მოუწესრიგებელია გაჩერებები, მიზერულია მათი ანაზღაურება, არ არის განსაზღვრული ,,რეზერვის მძღოლების" სტატუსი, არ უნაზღაურდებათ სამუშაო დღეები, რომელიც უცდებათ კომპანიის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო", -განაცხადა ჟურნალისტებთან ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ჯაბა სამუშიამ.
ფრაქციებმა ,,თავისუფლება" და ,,ქრისტიან-დემოკრატები" მათ შორის საკრებულოში მყოფმა ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრებმა თბილის მერიას მძღოლების პრობლემების დასაკმაყოფილებლად ვადაა ხვალ 18:00 საათამდე მისცეს წინააღმდეგ შემთხვევაში ფრაქციის წევრები არ გამორიცხავენ, რომ თბილის სატრანსპორტო სამსახურისა და მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
,,ჩვენ საკრებულოში დავიბარებთ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელს და დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან მძღოლების მოთხოვნა სამართლიანია",_განაცხადა ჟურნალისტებთან ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ჯაბა სამუშიამ.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებმა სამუშიამ პირობების გაუმჯობესება მერიას 1 ნოემბერს მოსთხოვეს.