შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახლა ხელმძღვანელსა და საპატრულო პოლიციის შემადგენლობას ყოველგვარი უკანონობასთან შეურიგებლობისკენ მოუწოდა.
"ქვეყანა უნდა ჩადგეს სტაბილური განვითარების კალაპოტში, უნდა დასრულდეს ის გამარჯვების ეიფორია, რომელიც არსებობდა. ვიცი, რომ იყო გარკვეული დემორალიზება და მოშვებულობა, მაგრამ ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს და პატრულმა უნდა გააგრძელოს ხალხის სამსახურში ყოფნა. არ უნდა დავუშვათ, რომ რაიმე ტიპის გართულებას ჰქონდეს ადგილი", - განაცხადა შს მინისტრმა და აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციას ყოველთვის ჰქონდა და ექნება მისი მხარდაჭერა.
შს მინისტრმა დღეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დავით ცინარიძე წარადგინა. სინარიძე 1997 წლიდან მუშაობდა გამომძიებლად, გარდა ამისა, იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის კონსულტანტი.