საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დავით ცინარიძე უხელმძღვანელებს. როგორც შს მინისტრმა მისი წარდგენისას განაცხადა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის ამოსავალი ღირებულებები კანონიერება, სამართლიანობა და ჰუმანიზმი უნდა იყოს.
მისი თქმით, დავით სინარიძე საპატრულო პოლიციაში ერთ-ერთ ცენტრალურ როლს ასრულებდა. "ამ სამსახურის შექმნის საქმეში მას მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის და დარწმუნებული ვარ, გააზრებული აქვს ის პასუხისმგებლობა, რასაც თანამდებობა აკისრებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სინარიძე 1997 წლიდან მუშაობდა გამომძიებლად, გარდა ამისა, იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის კონსულტანტი.