ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება და მთავრობის მეთაურად დანიშვნა მიულოცა.
სატელეფონო საუბარი ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დღეს შედგა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქართველი კოლეგა ისრაელში დაპატიჟა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები