დემოკრატიული მოძრაობა" მიიჩნევს, რომ ახალი მთავრობის პროგრამა სრულად შეესაბამება ხალხის მოთხოვნასა და მოლოდინს, იძლევა ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან მშვიდობიანად გამოყვანის და მისი სწორი განვითარების რეალურ საშუალებას. პარტიის მტავარი საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების" სამთავრობო პროგრამა მნიშვნელოვან წილად ემთხვევა „დემოკრატიული მოძრაობის" პროგრამასა და ხედვას.
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ახალმა მინისტრთა კაბინეტმა დაიწყოს აღნიშნული პროგრამის სწრაფი და ეფექტური განხორციელება. გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ „ქართული ოცნების" სამთავრობო პროგრამა მნიშვნელოვან წილად ემთხვევა „დემოკრატიული მოძრაობის" პროგრამასა და ხედვას. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის რეალიზება და პოლიტიკურად მისაღებია მისი მხარდაჭერა", - ნათქვამია განცხადებაში.