,,საქართველოს პარლამენტი დედაქალაქში უნდა დაბრუნდეს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინ ივანიშვილმა.
ივანიშვილის განმარტებით, ქუთაისის პარლამენტში ზაფხულში ძალიან მაღალი ტემპერატურა იქნება და ადამიანებს აქ გაჩერება გაუჭირდებათ.
"ეს ჰოლი ძალიან გამოუყენებელია და აქ ზაფხულში მაღალი ტემპერატურა იქნება და საჭირო იქნება ამ ენერგიის გარეთ გატანა წინააღმდეგ შემთხვეაში აქ ადამიანები მუშაობას ვერ შეძლებენ', - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ქუთაისელბი და ზოგადად ქუთაისი ძალიან ბევრს იმსახურებს თუმცა საქართველოს პარლამენტის დედაქალაქში უნდა დაბრუნდეს. ქუთაისში კი აღმშენებლობა გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში გაიხსნა.