აპატურაი დავარწმუნე - ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოყალიბდეს, _ განაცხადა ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრას მაია ფანჯიკიძე, ირაკლი ალასანია და ალექსი პეტრიაშვილის ესწრებოდნენ.
"ახლა მათ უფრო პრინციპული, უფრო პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგან იმისათვის, რომ საქართველოს ნატო-ში რეალური გაწევრიანება უახლოეს მომავალში მოხერხდეს. ვამაყობთ, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის მონაწილეები ვართ. ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარალელურად მოვახერხოთ და ჩვენს დიდ მეზობელთან, რუსეთთანაც დავალაგოთ ურთიერთობები და მოვახერხოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა", - განაცხადა ივანიშვილმა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს აპატურაი აღმასრულებელი და მომავალი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.