საქართველომ საპარლამენტო არჩევნებით, დემოკრატიის ტესტი ბრწყინვალედ ჩააბარა, _ განაცხადა ჟურნალისტებთან ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისივე განცხადებით, ხელისუფლების გადაბარების პროცესი კანონის სრული დაცვით უნდა მოხდეს.
,, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს არჩევნები იყო და არის ბრწყინვალე ტესტი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაბარებულია. Eეს პროცესი დამთავრებული არ არის და ხელისუფლების გადაცემა მიმდინარეობს და ეს პროცესი კანონის პატივისცემის დაცვით უნდა წარიმართოს", _განაცხადა აპატურაიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს აპატურაი აღმასრულებელ ხელისუფლებისა და ახალი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება. Aაპატურაი უკვე შეხვდა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას. Aასევე Dდაგეგმილია შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთანაც.