საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სექტემბრში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 63 351 ერთეული შეადგინა. სექტემბერი 2007-2011 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის სექტემბერთან (43 917 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 44.3%-ით, 2008 წლის სექტემბერთან (24 338 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 160.3%-ით, 2009 წლის სექტემბერთან (33 118 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 91.3%-ით, 2010 წლის სექტემბერთან (34 975 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 81.1%-ით და 2011 წლის სექტემბერთან (46 854 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 35.2%-ით.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 33.1%-ით შემცირდა: ზრდა დაფიქსირდა პირველადი (17.5%-ით), ხოლო კლება - მეორადი (41.8%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციე-ბის რაოდენობაში. 2012 წლის სექტემბრის თვეში წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) დაფიქსირდა 2.043 დონეზე, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.511). აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების პირველადი (71.0%-ით) და მეორადი (26.1%-ით) ბაზრები. 2012 წლის სექტემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 16 272, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 47 079 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 1.749 და 2.168 დონეებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. სექტემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 74.3%-ს მეორადი, ხოლო 25.7%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2011 წლის სექტემბერში კი - შესაბამისად 79.7% და 20.3%).
სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მიმდინარე უსასყიდლო რეგისტრაციის მასშტაბები მნიშვნელოვნად ზრდის სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობას. ა.წ. მხოლოდ სექტემბრის თვეში ქვეყანაში 211 979 სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა უსასყიდლოდ. თუმცა წინამდებარე ანალიზი ამ ფაქტორის გამორიცხვითაა შედგენილი. აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით კი, უძრავი ქონების ბაზარი სექტემბრის თვეში შემდეგნაირად ხასიათდება: 275 330 სარეგისტრაციო ტრანზაქცია... წინა თვესთან შედარებით ზრდა 21.9%-ით... წინა წლის იმავე თვესთან შედარებით ზრდა 5.9-ჯერ).