რუსეთის ბაზარზე დაბრუნება ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
როგორც მინისტრობის კანდიდატი განმარტავს, აღნიშნული საკითხის დარეგულირებაში წამყვანი საგარეო საქმეთა სამინისტრო იქნება.
"ძალიან ძნელი იქნება დღეს რაიმე ტიპის პროგნოზის გაკეთება. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ იგივე ინვესტორების შემოსვლას და ექსპორტის წახალისებას. თუმცა ამ ეტაპზე როდის მოხდება ეს არ ვიცი"- განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.