ევროკავშირი საქართველოს 670 მილიონ ევროს გამოუყოფს, _აღნიშნულის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა ,,ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
,,თანხის ნაწილი ბიუჯეტის დასახმარებლად წავა, ნაწილი კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე. Aამასთან ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაზრდით, ასევე ციხის რეფორმის, სოფლის მეურნეობის და რეგიონული პროექტების განხორციელების კუთხით", _ განაცხადა დიმიტროვმა.
შეგახსენებთ, რომ ,,ქორთიარდ მარიოტში" ევროკავშირის მხარდაჭერით კონფერენცია მიმდინარეობს. Kკონფერენციის მთავარი თემა არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობა და სამომავლო პერსპექტივებია.