შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ეკა ზღულაძისა და შს მინისტრობის კანდიდატთან, ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპი შეხვედრა სამინისტრროს ნაცვლად სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ზღულაძემ განაცხადა, ის, რომ შეხვედრა არა სამინისტროში, არამედ სხვა ადგილას შედგა, მან მიიღო პატივისცემის ჟესტად.
"მოხარული ვარ, რომ შეხვედრა სხვა ადგილას შედგა, რადგან სამინისტროში გარკვეული იერარქია არსებობს და ახალი მინისტრისგან ეს ქმედება მივიღე როგორც პატივისცემის ჟესტი", - განაცხადა ეკა ზღულაძემ.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო სამინისტროს სტრუქტურას, ასევე ბიუჯეტსა და დეტალურად იქნა განხილული შს სამინისტროს ყველა დეპარტამენტის საქმიანობა.
"სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ ახალი მინისტრი გააგრძელებს უსაფრთხოების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს", - განაცხადა ეკა ზღულაძემ.
მისი თქმით, რეორგანიზაციაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა არ არის გამორიცხული, გარკვეული რეორგანიზაცია სამინისტროში განხორციელდეს.