2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მთლიანი მოცულობა 8 მლრდ 535 მლნ ლარს შეადგენს. 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა და მისი განხილვა და დამტკიცება უკვე ახალ პარლამენტს მოუწევს.
როგორც 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის გაბმარტებით ბარათშია აღნიშნული, ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი შემდეგნაირად გამოიყურება: საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 2,017.8 მლნ ლარი; თავდაცვა 670.3 მლნ ლარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 874.7 მლნ ლარი; ეკონომიკური საქმიანობა 926.2 მლნ ლარი
გარემოს დაცვა 26.5 მლნ ლარი; საბინაო-კომუნალური მეურნეობა 70.9 მლნ ლარი; ჯანმრთელობის დაცვა 167.6 მლნ ლარი; დასვენება, კულტურა და რელიგია 138.2 მლნ ლარი; განათლება 649.2 მლნ ლარი; სოციალური დაცვა 2,287.8 მლნ ლარი.