2. საქართველოს პარლამენტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში ეუთოსა და გაეროს მისიების გახანგრძლივების დაბლოკვის ფაქტს, რომელის წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ყოფნის მინიმუმამდე შემცირების პოლიტიკის ნაწილს, რაც რუსეთის ფედერაციას გაუადვილებს საკუთარი აგრესიული ზრახვების გახორციელებას.
3. რუსეთის ფედერაციის მიერ უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ძალების განლაგება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთწოდებულ საზღვრებზე არის რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სამხედრო ოკუპაციის გზით დაფიქსირებული ფაქტობრივი ~საზღვრის~ დაკანონების მცდელობა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ყველა ძირითად ნორმას.
4. საქართველოს პარლამენტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ, 2008 წლის აგრესიის წინა პერიოდის მსგავსად 2009 წლის ზაფხულში საქართველოს საზღვრების უშუალო სიახლოვეს აგრესიული, ფართომასშტაბიანი სამხედრო წრთვების ჩატარებას, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
5. საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის სამხედრო ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის გზით ანექსიის მცდელობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტს, არამედ რეგიონულ და საერთო ევროპულ უსაფრთხოებას.
6. ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებები ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, ისე თავად რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ეუთოს ბუდაპეშტის (1994), ლისაბონისა (1996) და სტამბულის (1999) სამიტების დეკლარაციებს და დსთ_ს სახელმწიფო მეთაურთა სამიტების გადაწყვეტილებებს. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს # - # 849, 854, 858, 876, 881, 892, 896, 901, 906, 934, 937, 971, 993, 1096, 1124, 1150, 1187, 1225, 1255, 1287, 1311, 1339, 1364, 1393, 1427, 1462, 1494, 1524, 1554, 1582, 1615, 1656, 1666, 1716, 1752, 1781, 1808; გაეროს გენერალური ასამბლეის 2008 წლის 14 მაისის და სხვა რეზოლუციებს; გაეროს ქარტიას; ჰელსინკის 1975 წლის ფუძემდებლურ აქტს; რუსეთ_ევროკავშირის ხელშეკრულებებს; ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633-ე და 1647-ე რეზოლუციებს;
7. საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას:
7.1 მიეცეს სათანადო სამართლებრივი შეფასება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უკანონო შემოსვლას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
7.2 მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაცია;
7.3 მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციას ევროპის კავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულება;
7.4 მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციას მის მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრა.
7.5 დაიწყოს რუსეთის მის ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო საპოლიციო ძალების განლაგებისათვის საჭირო მუშაობა;
7.6 მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციას ევროპის კავშირის სადამკვირებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვება;
7.7 მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან გაწვევა;
7.8 მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციას იმგვარი მოქმედებებისგან თავის შეკავება, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ან რუსეთის სხვა მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
მასალის გამოყენების პირობები