ჰონგ-კონგში აუქციონზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარდისფერი ბრილიანტი იყიდება, რომლის ღირებულებაც 8-იდან 12 მლნ დოლარამდეა.
ალმასი, სახელწოდებით "მარსიანული ვარდისფერი", 12-კარატიანია. მას სახელწოდება 1976 წელს ამერიკელმა იუველირმა რონალდ უინსტონმა შეურჩია.
Christie's -ს აუქციონის სახლის ინფორმაციით, სადაც აღნიშნული ბრილიანტის გასხვისება იგეგმება, აცხადებენ, რომ "მარსიანული ვარდისფერი" ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც მათ აუქციონზე გამოუტანიათ.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ვარდისფერ ბრილიანტად "უილიამსების ვარდისფერი" მიიჩნევა, რომელიც 23,6-კარატიანია და ბრინათეთის დედოფლის ელიზაბეტ II-ის საკუთრებაა. "უილიამსების ვარდისფერი" არასოდეს არ გაყიდულა. ის თავის დროზე ტანზანიის საბადოზე აღმოაჩინეს და ელიზაბეტ II-ს საქორწილო საჩუქრად მიართვეს. მოგვიანებით კი მისგან დედოფლისთვის გულსაბნევი გააკეთეს.