ირანმა აზერბაიჯანიდან საკუთარი ელჩი მუჰამედ ბაგირა ბაჰრაამი გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ელჩის თეირანში გაწვევის მიზეზად ბაქოში ირანის საელჩოს წინ გამართული აქციისას ქვეყნის სულიერი ლიდერის შეურაცხყოოფა გახდა. სავარაუდოდ, დიპლომატი ირანში კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბაქოში გაიმართა ოპოზიციიის რამდენიმე აქცია თეირანის მიმართ აზერბაიჯანის პოლიტიკის გამო. აქციის მონაწილეები განსაკუთრებით აპროტესტებდნენ ირანში მრავალმილიონი აზერბაიჯანული დიასპორის უფლებების დარღვევებს.
აქციებზე დემონსტრანტებს ირანის სულიერი ლიდერისა და პრეზიდენტის ფოტოები ჰქონდათ გამოტანილი კრიტიკული წარწერებით.