თურქეთში მდებარე ირანის საელჩოზე დღეს თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "Anadolu" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უცნობმა ხანდაზმულმა მამაკაცმა აალებადი ნივთიერებით სავსე სამი ბოთლი ირანის საელჩის შენობაში შეაგდო. ბოროტმოქმედი პოლიციამ დააპატიმრა. ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა. მიმდინარეობს გამოძიება.