NDI-ის 9-21 სექტემბერს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში თავს დასაქმებულად 33 % თვლის, 67 % კი დაუსაქმებლად. კაცებიდან დასაქმებულად თავს 43% თვლის, ქალებიდან კი 25%. დაუსაქმებელი, მაგრამ სამუშაოს მაძიებელი კაცების 32 %-ია, ქალების - 27. კითხვაზე - „თვლით თუ არა თავს დასაქმებულად?" პასუხებიდან მესამე ვარიანტი - „სხვა" მამაკაცთა 25-მა გასცა, ქალებიდან კი 48%-მა.
დასაქმებულთა 33 პროცენტი 18-35 წლამდეა, 42 % - 36-55, 22 % კი 56+ ასაკის. დაუსაქმებელი და სამსახურის მაძიებელი კვლევის თანახმად ყველაზე მეტი 18-35 წლამდეა (40%), 37 % - 36-55 წლამდეა, 13 % კი 56+. ამ ორი პასუხიდან მესამე - „სხვა", 18-35 წლამდე ასაკის 26 პროცენტმა აირჩია, 36-55 წლამდე ასაკის 37%-მა, ხოლო 56+ ასაკის 65%-მა.
კითხვაზე „რა უფრო შეეფერება თქვენს მდგომარეობას?", პასუხები შემდეგნაირად განაწილდა: უმუშევარი და ვეძებ სამსახურს - 45%; პენსიონერი და არ ვარ დაინტერესებული სამსახურის პოვნით - 22%; დიასახლისი - 9%; უმუშევარი და ვარ დაინტერესებული სამსახურის პოვნით მაგრამ ამჟამად არ ვეძებ - 6%; სტუდენტი - 6%; უმუშევარი და არ ვარ დაინტერესებული სამსახურის პოვნით - 4%; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი - 3%; პენსიონერი და ვეძებ სამსახურს - 2%; პენსიონერი და ვარ დაინტერესებული სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად არ ვეძებ - 2%; სხვა - 1%,.
NDI-ის კვლევა 2011 წლის 9-21 სექტემბერს ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა 2 425 ადამიანი. კვლევა მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გარდა, ასახავს რესპონდენტთა დამოკიდებულებას დემოკრატიის, მიმდინარე მოვლენებისა და რეფორმების, ასევე, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მიმართ. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის განვითარების სააგენტო და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს. ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 3%-ია.