უკრაინული მედიის ცნობით, პარასკევს, 19 სექტემბერს, ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის რიგგარეშე სხდომა, სადაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, მე-19 პაკეტი წარედგინებათ.
ვროკავშირის ელჩების რიგგარეშე სხდომის მთავარი თემა იქნება ევროპული კომისიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-19 პაკეტის პროექტის პრეზენტაცია.
მედიაში მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის ოფიციალური პრეზენტაცია გადაოდო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპას სანქციების დაწესების პირობად უფრო მკაცრი ზომების მიღება მოსთხოვა.