დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პრეზიდენტ ტრამპთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმiრ პუტინზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს.
„ჩვენ ერთად ვმუშაობთ უკრაინაში მკვლელობების შესაჩერებლად. ბოლო დღეებში პუტინმა თავისი ნამდვილი სახე გამოავლინა შეჭრის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური თავდასხმების განხორციელებით. უფრო და უფრო მეტი სისხლი იღვრება, უფრო და უფრო მეტი უდანაშაულო ადამიანი იღუპება. ხდება ნატო-ს საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა. ეს არ არის იმ ადამიანის ქმედებები, ვისაც მშვიდობა სურს“, - თქვა სტარმერმა.
სტარმერმა განაცხადა, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტთან განიხილა უკრაინისთვის თავდაცვის მხარდაჭერის გაზრდის გზები.
„ამიტომ, დღეს განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და გადამწყვეტად გავზარდოთ ზეწოლა პუტინზე, რათა დათანხმდეს ხანგრძლივ მშვიდობას“, - თქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.