მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" სამეგრელოს რაიონული ორგანიზაცია სერგო ჯავახაძის პარტია "სამართლიან საქართველოს უერთდება. ორგანიზაციის გადაწყვეტილება ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონის კოორდინატორმა მერაბ პაპასკირმა გააცნო.
ნოღაიდელის ყოფილი თანაგუნდელები პარტიის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის ფინანსურ დავალიანებას ასახელებენ.
პაპასკირი, ჯავახიძეთან ერთად, სამეგრელოში იმყოფებოდა. ისინი პარტიის ადგილობრივ ხელმძღვანელობას შეხვდნენ და პრობლემებს გაეცნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გადაუხდელი დარჩა ის დავალიანებები, რომელიც მოძრაობის ყოფილ ხელმძღვანელობას ჰქონდა. ამის გამო, პარტიის მოღვაწეობა სამეგრელოში შეჩერებული იყო.
ჯავახიძის განცხაცებით, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" სამეგრელოში მუშაობას უახლოეს დღეებში აღადგენს.