ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი ცხინვალში ტუვალუს სახელმწიფოს დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე კოკოითმა აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი პროგრესულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობისათვის მზადაა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამრეთ ოსეთს ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაგიული მანძილი ჩვენს შორის ძალიან დიდია, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვითანამშრომლოთ პროგრესულ სახელმწიფოებთან, რომლებიც პატივს სცემენ და აფასებენ ხალხთა ბრძოლას თავისუფლებისათვის. სამხრეთ ოსეთმა სერიოზულ გამოცდებს გაუძლო, მაგრამ ჩვენმა ხალხმა მოიპოვა დამოუკიდებლობა და საერთაშორისო აღიარება", _ განაცხადა ედუარდ კოკოითმა და აღნიშნა, ტუვალუს პრემიერს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისათვის მადლობა გადაუხადა.
"მადლობა ამ მამაცური ნაბიჯისათვის. ვფიქრობ, სხვაც მიჰბაძავს თქვენს მაგალითს", _ განაცხადა კოკოითმა.