აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სთხოვა, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მის მიერ ჩატანილ დოკუმენტებს გაეცნოს.
პუტინსა და უიტკოფს შორის შეხვედრა ოთხშაბათს, სანქტ-პეტერბურგში, კონსტანტინეს სასახლეში იმართება.
საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თან აქვს დოკუმენტები, რომლებშიც უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე სხვადასხვა მიდგომაა წარმოდგენილი.
„ბატონო პრეზიდენტო, გთხოვდით, ამ დოკუმენტებს მოგვიანებით გაცნობოდით“, - მიმართა უიტკოფმა პუტინს.
სტივ უიტკოფმა იმედი გამოთქვა, რომ ვლადიმiრ პუტინთან სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრა უკრაინაში ომის დასრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.
„იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სამშვიდობო პროცესში და უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების გზების განხილვაში“, - განაცხადა უიტკოფმა შეხვედრის დასაწყისში.
მან მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისთვის.
„ბატონო პრეზიდენტო, ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მიიღეთ დიზელის საწვავის ექსპორტთან დაკავშირებული სანქციების გაუქმების შესახებ. ამის შედეგად, დიზელის საწვავის გაყიდვა შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიო ბაზრებზეც“, - აღნიშნა უიტკოფმა