საქართველოს დედაქალაქში საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის დასახვედრად აქტიური მზადება მიმდინარეობს.ნიკოლა სარკოზი საქართველოს 7 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში ეწვევა. ამ დროისთვის დასრულდება დედაქალაქის მთავარ მოედანზე მდებარე ისტორიული შენობის ფასადის სარესტავრაციო სამუშაოები. სავარაუდოდ, სწორედ საკრებულოს შენობის წინა ტერიტორიიდან მიმაბთავს თავისუფლების მოედანზე შეკრებილ თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს საფრანგეთს პრეზიდენტი.
უკვე დასრულების ფაზაშია თავისუფლების მოედანზე განთავსებული ქორთიარდ მარიოტისა და ჯი-ემ-თი პლაზას შენობების ფასადების სარესტავრაციო სამუშაოებები.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლა სარკოზი საქართველოს დედაქალაქს კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის დეოკუპაციასა და 2008 წელს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას შეეხება.
ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და რეგიონალური კონფლიქტების თემებზეც იმსჯელებენ.
საქართველოს დედაქალაქის დატოვებამდე ნიკოლა სარკოზის დედაქალაქის მოსახლეობისადმი მიმართვაც იგეგმება.