"ეს ბაზები ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის - ორივე მათგანი უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას სამხრეთის სტრატეგიული მიმართულებით", _ აცხადებს გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კონსტანტინე სივკოვი რუსეთის დუმის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული რუსული სამხედრო ბაზების შესახებ კანონპროექტების რატიფიკაციის შესაძლელობის კომენტირებისას.
"თუ ჩვენ ვკარგავთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს - ჩვენ მთელ ჩრდილოკავკასიას ვკარგავთ. ხოლო ამ რესპუბლიკებში ჩვენი ბაზების დაარსებისას ჩვენ უზრუნველვყოფთ იქ პოლიტიკურ სტაბილურობას და მათ უსაფრთხოების გარანტიას ვაძლევთ, რაც თავად რუსეთის (შავიღავისპირეთის, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარის) უსაფრთხოებას და მის სამხრეთის საზვარზე წესრიგს ნიშნავს", _ აცხადებს სივკოვი და დასძენს, რომ რუსეთისათვის არცთუ ისე მნიშვნელოვანია, რომ ეს ბაზები სწორედ საქართველოს უშუალო სიახლოვეს მდებარეობს.
"გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ მათ გარეშე, თბილისი აფხაზეთისა და სამხეთ ოსეთის მიტაცებას შეეცდებოდა. შედეგად კი რუსეთს, გვერდით, ტერორიზმისა და სხვა სახის სამხედრო საფრთხის ბუდე გაუჩნდებოდა", _ აცხადებს სივკოვი.
შეგახსნებთ, რომ 22 სექტემბერს რუსეთის დუმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული რუსული სამხედრო ბაზების შესახებ კანონპროექტების რატიფიკაციას გეგმავს.